მედიის ინფორმაციით, ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

16:11, 25.02.2020

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის მოადგილე ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება.

ირანში ბოლო რამდენიმე საათში ვირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მსხვერპლის რიცხვი კი 15-მდე გაიზარდა.

მსგავსი