ირანის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ნიღბების ტარება სავალდებულო უნდა გახდეს

18:28, 24.06.2020

ირანის ჯანდაცვის მინისტრი ალირეზა რაისი აცხადებს, რომ ქვეყანაში ნიღბების ტარება სავალდებულო უნდა გახდეს. შესაბამისი განცხადება ირანის ჯანდაცვის მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.

„აუცილებელია, რომ ნიღბის ტარება სავალდებულო გახდეს. თუ ჩვენ პირბადეს გამოვიყენებთ, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, საგრძნობლად შევამცირებთ ვირუსის გავრცელებას“, – განაცხადა ალირეზა რაისიმ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში „კოვიდ-19“-ით 133 ადამიანი დაიღუპა, რაც 6 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობაა.

საერთო ჯამში ირანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 212 501 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 9 996 პირი.

მსგავსი