„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ - ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის, მათ შორის, ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის დაიხურა
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ - ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის, მათ შორის, ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის დაიხურა

ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის, მათ შორის, ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრუტეში შესვლის მცდელობისას ნებისმიერი გემი თავდასხმის სამიზნე გახდება.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ კომერციული გემები სრუტეში მოძრაობას განაგრძობენ.

მანამდე აშშ-მა ირანზე „თავდაცვითი დარტყმების“ ახალი ტალღა განახორციელა. ცენტრალური სარდლობის ცნობით, თავდასხმის სამიზე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები გახდა.