ირანის დელეგაციამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრაზე დასწრების უფლება ვერ მიიღო - აშშ-მ ირანის მხარეს ვიზა არ მისცა #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ირანის დელეგაციას არ მისცა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრაზე დასწრების უფლება. ეს ღონისძიება 5 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართება. ირანის ნაკრებმა ვადაზე ადრე მოიპოვა ტურნირზე თამაშის უფლება.
პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ უარი უთხრა ვიზების გაცემაზე ირანის დელეგაციის ცხრა წევრს, რომლებიც წილისყრის ცერემონიაზე დასწრებას აპირებდნენ. ამ სიაშია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მეჰდი თაჯი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამირ ღალენოეი.