ირაკლი ზარქუა - უკრაინელი ხალხი თავის ადგილს მიუჩენს არახამიას და მისნაირებს, სადაც არჩეულია, იქ რომ ვერ იცავ, იმის დაცული საქართველო არ გაიშვას
ირაკლი ზარქუა - უკრაინელი ხალხი თავის ადგილს მიუჩენს არახამიას და მისნაირებს, სადაც არჩეულია, იქ რომ ვერ იცავ, იმის დაცული საქართველო არ გაიშვას

ცოტა ხანში ნახავთ, უკრაინელი ხალხი თავის ადგილს მიუჩენს არახამიას და მისნაირებს, რადგან უკრაინის ინტერესები მგონია, რომ არ არის სათანადოდ დაცული, მათ შორის არახამიას მხრიდან. სადაც არის არჩეული, იქ რომ ვერ იცავ, იმის დაცული საქართველო არ გაიშვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები საუკუნეებს მოიცავს, რასაც არახამიას მსგავსი ადამიანები ვერაფერს დააკლებენ.

„ჩემთვის ძალიან გაუგებარია ამდენ დროს რომ ვუთმობთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად აქვს ქართული გვარი, დაბადებულია რუსეთში, აღზრდილია და საქართველოს მოსახლეობას გვესაუბრება რუსულად, რუსული ტექსტებით. ერთი ჩვეულებრივი, შემთხვევით მოხვედრილი მდიდარი ნაძირალაა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლის ინტერესების სფერო სცილდება პოლიტიკას და გადადის შეურაცხყოფაში. ჩვენს ლიდერებს, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს აყენებს შეურაცხყოფას. ნაძირალაა, მეტი არაფერი. არახამია არის არაკაცი. ეს ფორმულირება შეგიძლიათ, ჰედლაინად გაიტანოთ, რადგან ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფის მცდელობებს გვერდი ავუარეთ, მაქსიმალურად შევეცადეთ, მაინც არ ჩერდება. ე.ი გეგმაზომიერი სტრატეგია აქვს – აქ რომ ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ბედოვლათები და ვერაფერს აკეთებენ, ვითომ ახლა იქიდან მეორე ფრონტი გახდა.

არ გამოუვა, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები საუკუნეებს მოიცავს და არახამიასნაირები ვერაფერს დააკლებენ ჩვენს ძმობას, რაც გვაქვს უკრაინელებთან და ჩვენს გვერდით დგომას. ძალიან დიდ დროს უთმობთ ამ შემთხვევით მოხვედრილ ადამიანს. ცოტა ხანში ნახავთ, უკრაინელი ხალხი თავის ადგილს მიუჩენს არახამიას და მისნაირებს, რადგან მგონია, რომ უკრაინის ინტერესები არ არის სათანადოდ დაცული, მათ შორის არახამიას მხრიდან. სადაც არის არჩეული, იქ რომ ვერ იცავ, იმის დაცული საქართველო არ გაიშვას. კიდევ შეეხება ჩვენს ლიდერებს, ლეგიტიმურად არჩეულ მმართველ პარტიას, ეს იქნება კიდევ ჩვეულებრივი არაკაცის ბოდვა, მეტი არაფერი“, – განუცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც“.

მან ასევე აღნიშნა: „მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით, ჩემთვის სულერთია, რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია, პრორუსი არ იყოს“.

ამავდროულად, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით“.