დავით არახამია - ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით
ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, – ამის შესახებ შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით.
„გამიგია, რომ ივანიშვილს რაღაც მამული აქვს, სადაც მთელი საქართველოდან ასწლოვანი ხეები ჩაჰქონდა. მინდა, ის მეჟგორიაში დავპატიჟო. ბიძინა, თუ გვიყურებ, გეპატიჟები. იქნებ, რაიმე შეგერხეს სულში და თქვენი მამულები საქრთველოს მოქალაქეებს გადასცეთ. ნუ დაელოდებით, ვიდრე იანუკოვიჩივივით როსტოვში გაგაგდებენ. გაკეთეთ ეს დღეს. ქართველები მარტო ამას ვერ შეძლებენ, თუ ყოველი მესამე დოლარი ქვყანაში მას ეკუთვნის, ის სეროზულ წინააღმდეგობას გაწევს, მაგრამ ევროკავშირის წესები მას ჩარჩოში ჩასვამს. არავინ ეუბნება, ციხეში უნდა გამოგამწყვიდოო. თუ პირობებეს შეასრულებს, დარჩეს ბიზნესმენად. ვინ უშლის. კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა. ხალხი მას მაინც გააგდებს. ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით. ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან იანუკოვიჩის შემთხვევაში“ , – აცხადებს არახამია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.