ირაკლი ზარქუა - სამორინეები დაკეტილი იყო, თუმცა მათ ონლაინ შემოსავლები გაეზარდათ, შეღავათი თუ ეკუთვნით, შეიძლება, ამაზე ვიმსჯელოთ
ირაკლი ზარქუა - სამორინეები დაკეტილი იყო, თუმცა მათ ონლაინ შემოსავლები გაეზარდათ, შეღავათი თუ ეკუთვნით, შეიძლება, ამაზე ვიმსჯელოთ

სამორინეები დაკეტილი იყო, თუმცა მათ ონლაინ შემოსავლები გაეზარდათ, შეღავათი თუ ეკუთვნით, შეიძლება, ამაზე ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლების სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

„მთელ რიგ ბიზნესებს შეღავათები დავუწესეთ, სადაც იყო არგუმენტი და ამის აუცილებლობა. დაკეტილი იყო სამორინეები, თუმცა ონლაინ ბრუნვა გაეზარდათ. ამიტომ, უნდა ვნახოთ და შევისწავლოთ. თუ ეკუთვნით შეღავათი, შეიძლება, ამაზე ვისაუბროთ, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს, რადგან ონლაინ შემოსავლები გაიზარდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებით, შესამოსავლების სამსახურმა 2020 წლის მარტამდე გადახდილი სანებართვო მოსაკრებლები 2021 წლის მოსაკრებელში არ ჩაუთვალა, მაშინ, როდესაც პანდემიის გამო მათ მუშოაბა შეჩერებული ჰქონდათ. ოთხი ტოტალიზატორის ინტერესების დამცველის განცხადებით, ისინი იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც კრძალავს ფორსმაჟორის პირობებში უკვე გადახდილი სანებართვო მოსაკრებლის მომდევნო წელზე გადანაწილებას.