ირაკლი ზარქუა - მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ არის მხოლოდ კახა კალაძე, ველოდებით მისგან თანხმობას და მოხდება წარდგენა
ირაკლი ზარქუა - მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ არის მხოლოდ კახა კალაძე, ველოდებით მისგან თანხმობას და მოხდება წარდგენა

მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან” არის ერთადერთი, ეს არის კახა კალაძე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, მერობის კანდიდატად კახა კალაძის გარდა, პარტიაში არავინ განიხილებოდა და არც განიხილება.

„პირდაპირ გეტყვით, მერობის კანდიდატი პარტიიდან არის ერთადერთი, ეს არის კახა კალაძე. უბრალოდ, ჩვენ ბატონი კახასგან თანხმობას ველოდებით და შესაბამისად, მოხდება წარდგენა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. არავინ განიხილებოდა და არც განიხილება დღეს. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაა ბატონი კახას მიმართ“, – განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, დღეს კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.