კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

12:55, 29.06.2021

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ამაზე მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი