ირაკლი ზარქუა - მელიასგან, კაცისგან, რომელსაც პრინციპები არ აქვს, გმირი არასდროს გამოვა
ირაკლი ზარქუა - მელიასგან, კაცისგან, რომელსაც პრინციპები არ აქვს, გმირი არასდროს გამოვა

არ გამოვა მელიასგან გმირი არასდროს, რადგან არანაირი თვისებები არ გააჩნია. კაცისგან, რომელსაც პრინციპები არ აქვს, კაცისგან, რომელსაც თვისებები არ აქვს კაცური, არ გამოვა მისგან გმირი, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარენ, ნიკა მელიას განცხადებას.

მისი თქმით, ნიკა მელია ვერც რევოლუციას განახორციელებს, რადგან ამის რესურსი არ აქვს.

„წეღან ვთქვი, რომ იქნებ მანკიერი პრაქტიკა დაარღვიონ-მეთქი, 32 კაცი შემოვიდა და ორიღაა დარჩენილი. მადლობა დავით კირკიტაძეს, ბატონ რომან გოცირიძეს, ვეპატიჟებოდი და გამიხარდა მისი შემოსვლა. მელია კიდევ ისევ გაექცა სიმართლეს. სამწუხაროა, დატოვა დარბაზი და ახლა ასე გვიწევს, მაგრამ ალბათ, გადასცემენ მას. წეღანაც ისეთი ტონალობით დაიწყო თავისი გამოსვლა ბატონმა მელიამ, ვიფიქრე, უგრძვნია კაცს დემოკრატია-თქო. ხმა ჩაეხლიჩა და წყალი მივაწოდე და ამაზე ნახეთ ის აგრესია, რადგან კომპლექსი აქვს თვითონ. კომპლექსი აქვს, იმიტომ რომ ზუსტად იცის, იმ პრინციპებით, იმ თავისი ბრახუნით გულზე, აქ არ უნდა ყოფილიყო ახლა. ტყვე ნახეთ ვინც არის, უკრაინის მოქალაქის ტყვე, რომელმაც უბრძანა, შემოვიდა. მანამდე მწვანე არ ჰქონდა, ამიტომ იყო იქ. არ გამოვა მელიასგან გმირი არასდროს, რადგან არანაირი თვისებები არ გააჩნია. კაცს, რომელსაც პრინციპები არ აქვს, კაცს რომელსაც თვისებები არ აქვს კაცური, არ გამოვა იმისგან გმირი და წამოგვაძახა წეღან, ციხეში ნაჯდომიო. ციხეში ნაჯდომი, ბატონო ნიკანორ და გმირები ის ხალხია, 300 ათასი, ვინც სააკაშვილის ციხეში წამება გამოიარეს, წამება, ვაება და დოკუმენტაციაც კი მოვაყოლეთ ამას, ისინი არიან გმირები, თორემ რა გმირი უნდა გამოვიდეს თქვენგან. გასაღები ჯიბეში გედოთ და ბოლოს, როდესაც მიიღეთ უკრაინიდან დასტური, დაეთანხმეთ ამას, გამოხვედით და ახლა აქ მორალს გვიკითხავთ კაცობაზე, ვაჟკაცობაზე. არ გამოვა თქვენგან არა, ტყუილად ცდილობთ. ნავაჟკაცარი კაცი კიდევ არ გაიშვას. ამიტომ, კიდევ ჯობია იმ ამნისტიას დათანხმდე, დაჯდე შენს კოლეგებთან ერთად და რეალურ გამოწვევებზე, რაც აქვს ქვეყანას, ეს არის უმუშევრობა, ინფლაცია, დასაქმება, ამაზე ვისაუბროთ. არ გამოვა შენგან გმირი, ვერც რევოლუციას განახორციელებ, არ გაქვს არც ამის რესურსი, არც მორალური რესურსი, არც გექნებათ. ეს ხომ კარგად გაიგეთ. მათ შორის თქვენმა მხარდამჭერებმაც ზურგი გაქციეს. ამიტომ იყო, რომ თითქოსდა ერთ პერიოდში თავს ომ იწონებდით, დემოკრატიულად არჩეული თავმჯდომარე ვარო, მერე რატომღაც გადაიფიქრეთ და ახლა იმ ხალხს რატომ არ ჰკითხეთ, უნდა შემოსულიყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“. ვერ ჰკითხე, ვერ გაბედე. არც ამ შემთხვევაში ხარ გმირი. ასე რომ გმირობაზე ნუ დადებ თავს ტყუილად და როგორც ახლა გაიქეცი, რომ სიმართლის მოსმენა არ გინდა, ასე იქნები ოთხი წელი“, – განაცხადა ზარქუამ.

ზარქუამ კოლეგებს გამოწვევების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მათ შორის ოპოზიციიდან, ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა. ყველამ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. არავის გეგონოთ, რომ რაღაც იდეალურ სახელმწიფოში ვართ ან ჩვენ ვართ იდეალურები, არა. დღესაც შეიძლება რომელიმე ძალოვანი ძალადობდეს ჩვენს რიგით მოქალაქეზე, სადღაც კორუფციაც იყოს, მაგრამ მაგათაც მივაგნებთ, ამოვთხრით, ბოლომდე მივალთ. ასე რომ, ერთად შევუდგეთ სახელმწიფოს მშენებლობას, არ გამოგივათ ეს რუსული სცენარი, არ გამოგივიდათ. ერთადერთი, თუ გინდათ სახე შეინარჩუნოთ, იმ ამნისტიასაც ხელს მოაწერთ, ჯობია თქვენი ნებით, ვიდრე გაიძულებენ. მაინც მოგიწევთ მაგის ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პატარა ლეგიტიმაციასაც კარგავთ დასავლეთის წინაშე, რომელმაც გითხრათ, რომ ამ კრიზისით, იმ ხელოვნური კრიზისიდან, რომელიც თქვენ შექმენით, გამოხვიდეთ ცოტა სახეშენარჩუნებული“, – განაცხადა ზარქუამ.