ნიკა მელია ირაკლი ზარქუას - გეგონათ, ბოთლს რომ მომიტანდით, გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით, ეს შეიძლება გამეკეთებინა შარშან, მაგრამ ახლა გაცნობიერებული მაქვს, რა ბრძოლაში ვარ
ნიკა მელია ირაკლი ზარქუას - გეგონათ, ბოთლს რომ მომიტანდით, გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით, ეს შეიძლება გამეკეთებინა შარშან, მაგრამ ახლა გაცნობიერებული მაქვს, რა ბრძოლაში ვარ

ირაკლი ზარქუა არის უბრალოდ ტრაგიკული მოვლენა, რადგან ეს ადამიანი წარმოადგენს სახეს ჩვენი ხელისუფლების, არანაირი შანსიც კი განვითარების არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, როდესაც უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მას წყლის ბოთლი მიუტანა.

ნიკა მელიას თქმით, მას კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რა ბრძოლაშია.

„ამ ადამიანს ჰგონია, რომ თქვენზე იმდენად გაბრაზებული ვარ, ბოთლს რომ მომიტანდით ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით, ეს შეიძლება მე გამეკეთებინა შარშან, თანაც დიდი სიამოვნებით და ამას დაიმსახურებდით, მაგრამ ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რა ბრძოლაში ვარ მეგობრებთან ერთად. როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, რომელიც მოვიხსენი,  საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს ეს პარლამენტი სულს. ამიტომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არჩევანი არის ძალიან მარტივი, ეს ადამიანები საუბრობენ ამნისტიაზე, თითქოს გადააქვთ აქცენტი იქით, რის გამოც დაიწყო ის ანტისაოკუპაციო აქციები. პოლიტიკურ კორუფციაში ხართ ჩაფლულები და რომ არ გააკეთოთ ის, რაც ოლიგარქს სურს, ბიზნესი აღარ გექნებათ, ეს არის თქვენი უბედურება. მალე დამარცხდებით ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა მელიამ.