ირაკლი ზარქუა - ბელადმა ჩართვაზე თქვა, რომ ემიგრანტებთან სამუშაოდ ხაზარაძე და ვაშაძე ჰყავს გაშვებული, ხაბემ ენა არ იცის და ცოტა გაუჭირდება, ის ადგილობრივ პუბლიკასთან მუშაობს
ირაკლი ზარქუა - ბელადმა ჩართვაზე თქვა, რომ ემიგრანტებთან სამუშაოდ ხაზარაძე და ვაშაძე ჰყავს გაშვებული, ხაბემ ენა არ იცის და ცოტა გაუჭირდება, ის ადგილობრივ პუბლიკასთან მუშაობს

ბელადმა ჩართვაზე თქვა, რომ ემიგრანტებთან სამუშაოდ ხაზარაძე და ვაშაძე ჰყავს გაშვებული, კარგად მუშაობენო. ალბათ, ხაბემ ენა არ იცის და ცოტა გაუჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „უნდა მოვითხოვოთ საარჩევნო უბნები უცხოეთში, მუშაობა უკვე დავიწყეთ, გავაგზავნე წარმომადგენლები. ამაზე მუშაობს თვითონ მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე“.

„ლელო“ და „ნაცები“, „ნაცები“ და „ლელო“ არიან ერთი მთლიანი ორგანიზმი – ერთი ღირებულების, ერთი მრწამსის ხალხი. პარტიაში რომ სამადაშვილი გეყოლება, რანაირად უნდა იფიქრო, რომ „ნაცებისგან“ განსხვავებულია? – სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთი ამხილეს. სამნიძემ და დეკანოიძემ თქვეს და, როგორც ჩანს, იქ სამადაშვილზე იყო საუბარი, სამადაშვილი სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბობდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო. ეს ხელწერა აქვთ „ნაცებსაც“. ბელადს ჩართვა ჰქონდა და თქვა, რომ ემიგრანტებთან სამუშაოდ ხაზარაძე და ვაშაძე ჰყავს გაშვებული. ვაშაძე და ხაზარაძე კარგად მუშაობენო, ხაბემ ენა არ იცის და ალბათ ცოტა გაუჭირდება. ჩემი ხაბე ადგილობრივ პუბლიკასთან მუშაობს. ესენი არიან ერთი ორგანიზმი, ერთად მუშაობენ. მათი ლუსტრაცია ხდება. ერთი გუნდი არიან ერთი ხელწერით. ლუზერების პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ – გიჟი ჯაფარა, „ლელო“, „ნაცები“ და „რესპები“. ესენი არიან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ავტორები. ხაზარაძეს უნდა უხაროდეს, „ნაცების“ სიაში ჩაეწერა და მათ საერთო სიას ველოდები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.