მიხეილ სააკაშვილი - უნდა მოვითხოვოთ საარჩევნო უბნები უცხოეთში, მუშაობა უკვე დავიწყეთ, გავაგზავნე წარმომადგენლები, ამაზე მუშაობს თვითონ მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე
მიხეილ სააკაშვილი - უნდა მოვითხოვოთ საარჩევნო უბნები უცხოეთში, მუშაობა უკვე დავიწყეთ, გავაგზავნე წარმომადგენლები, ამაზე მუშაობს თვითონ მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უცხოეთში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა, რათა საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე იმუშაონ.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, ახლა თითოეული ადამიანი უნდა დაირაზმოს.

„ახლა თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ უცხოეთშიც და საქართველოშიც. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უცხოეთში საარჩევნო უბნების ყველგან გახსნა. მუშაობა უკვე დავიწყეთ, გავაგზავნე ჩემი წარმომადგენლები. მამუკა ხაზარაძე იყო იქ, თვითონ ამაზე მუშაობს და ამაზე უნდა იმუშაოს ყველამ, ვისაც ხელი მიუწვდება. გიორგი ვაშაძე ძალიან კარგად მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერები დადიან ხალხში და იცის, რამდენად დიდი იმედი აქვს ქართველ ხალხს, რომ სააკაშვილი მათ არ მიატოვებს.

„ვიცი, რომ სოფოც დადის ხალხში, ჩვენი პარტიის ლიდერები დადიან ხალხში და „გამარჯვების პლატფორმის“ – გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი, ბევრი სხვა ადამიანი. ვიცი, რამდენად დიდი იმედი აქვს ქართველ ხალხს იმისა, რომ მე მას არ მივატოვებ. მას ნამდვილად არ მივატოვებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.