ირაკლი ზარქუა - არმაზ ახვლედიანი მიმართავდა ღვაწლმოსილ ადამიანებს ზეციურ საქართველოში, რომ გაეგო პასუხი, სწორად იქცეოდა თუ არა, ნუ შეაწუხებთ იმათ, მე გიპასუხებთ, რიგითი მოკვდავი ზარქუა
ირაკლი ზარქუა - არმაზ ახვლედიანი მიმართავდა ღვაწლმოსილ ადამიანებს ზეციურ საქართველოში, რომ გაეგო პასუხი, სწორად იქცეოდა თუ არა, ნუ შეაწუხებთ იმათ, მე გიპასუხებთ, რიგითი მოკვდავი ზარქუა

მინდა, ვუპასუხო არმაზ ახვლედიანს, ის მიმართავდა ჩვენს გენერლებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს ზეციურ საქართველოში, გაეგო კითხვაზე პასუხი, სწორად იქცეოდა თუ არა, მოეწონებოდათ თუ არა, ნუ შეაწუხებთ იმათ, მე გიპასუხებთ აგერ, რიგითი მოკვდავი ზარქუა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა პარლამენტის სხომაზე არმაზ ახვლედიანის განცხადებას, სადაც დეპუტატი ამბობდა: „ დიდი გენერალი, გიორგი კვინიტაძე დაუბრუნდა საქართველოს და სულ ვფიქრობ, მას რა მოეწონებოდა ჩემს საქციელში“.

ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, როდესაც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდე იყო, არმაზ ახვლედიანი თანამოაზრეებთან ერთად რევოლუციურ სცენარს ამზადება, რაც არ იყო სწორი.

„არ იქცეოდით სწორად, არ მოიქეცით სწორად, როდესაც რეგიონში, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს, მეზობლები ერთმანეთს იყვნენ გადაკიდებული, რუსეთი, ცალკე აგრესორი, სადაც მთელი დასავლეთი გეუბნებოდათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე იყოს რეგიონში, თქვენ რევოლუციურ სცენარს ამზადებდით, ამიტომ არ მოეწონებოდათ. აქვე მიიღეთ ეს პასუხი, იცოდეთ და არასწორად რომ იქცეოდით, იმაზეც მეტყველებს, რომ ექვსი თვის შემდეგ აქ სხედხართ და მიმართავთ ზეციურ საქართველოს, იქცეოდით თუ არა სწორად“, – განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები არის იაფფასიანი პოპულიზმი.

„მინდა, აუცილებლად პასუხი გავცე ვაშაძეს. ჭიჭე ვაშაძეს ვგულისხმობ, რომელმაც განცხადება გააკეთა, გამოდის ხოლმე ფრთიანი სიტყვებით, რაღაც ტონალობას შეარჩევს და სინამდვილეში ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი. გეტყვით რამდენიმე მაგალითს. პირველი, გასვლითი ღონისძიება გვქონდა თვითმმართველობის კომიტეტს აჭარაში, შემოქანდა, განცხადებები გააკეთა, აი იდეა მაქვსო, ერთი მაგარი იდეაო, რა იდეა, მოვისმინეთ ჩვენც, ყველა ყურადღებით ვუსმენთ ხოლმე ოპოზიციას, ოღონდ ვინმემ თქვას ნორმალური რამე. თქვა აი, რატომ არ შეიძლება ამ პანდემიის დროს მოვიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები და აქედან იმუშაონო, რატომ არ შეიძლება, ფულს დაწერენ, გაქირავდებაო. ჩაგვეცინა, რატომ იცინოთო და ვუთხარით, თავად არ იცის და აღმოჩნდა, რომ ეს პროგრამა 2020 წლის პირველი აგვისტოდან მოქმედებს, აქაც დააგვიანა. აზრზე არ არის, ისევე როგორც პენსიონერებზე, თითქოს რატომ არ ფიქრობთ პენსიონერების თემაზე. მინდა შევახსენო, პირველივე დღიდან, რაც შემოვედი, ჩემს კოლეგებთან დავიწყე მიმოხილვა, ოპოზიციიდან მინდა აღვნიშნო ესეც, სამართლიანობა მოითხოვს, ბატონი იოსელიანი შემომიერთდა და თქვა, დიახ, ჩვენც გვაწუხებს ეს საკითხი და ჩვენ ერთად ვმუშაობთ, აქაც აგვიანებს. ყველა თემაში აგივანებს, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებდა, რომ არასწორად მოქმედებდნენ ექვსი თვე. მათი პროტესტი და გამოწვევები სულ სხვა მიმართულებით იყო, ხოლო მოსახლოებას სულ სხვა პრობლემები აწუხებდა“, – განაცხადა ზარქუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეთანხმება მას, რადგან სამადაშვილი პარლამენტში შემოსვლით ნამდვილად პარალელურ სამყაროში აღმოჩნდა.

„დიახ, ნამდვილად არ აწუხებს მოსახლეობას, შემოვა თუ არა მელია, ან „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდოდა თუ არა. აქ აწუხებთ მაღალი ინფლაცია, დასაქმების პრობლემა, უმუშევრობა, ეს არის გამოწვევა და ამას ვეუბნებოდით პირველივე დღიდან, შემოდით და აქ ილაპარაკეთ, გაახმოვანეთ ამომრჩევლის დაკვეთა-თქო. ახლა ხომ მიხვდნენ, აგერ სხედან, აგერ არიან, ხომ აღმოჩნდა, რომ მართლები ვართ და პარალელურ სამყაროში აღმოჩნდნენ, ისევე როგორც ქალბატონი ნაცვლიშვილია აცდენილია, რეალობას, რომელიც საუბრობდა, ამნისტიის კანონი რაში გვჭირდება, ეს დაგვიანებულია და არ არის მისაღები, შემდეგ საოცრება თქვა, ჯუნგლებს აშენებთო. შევახსენებ ქალბატონ ნაცვლიშვილს, ჩვენი მოსვლის შემდეგ, ახალი გენგეგმის დამტკიცების შემდეგ, ოთხი მილიონი კვადრატით გაიზარდა რეკრეაციული ზონა, სატყეო ზონა, რომელიც უგულავას და სხვებს, თქვენ რომ ფანჩატურში ერთად ისხედით, საერთოდ გამქრალი ჰქონდათ რუკიდან და დავაბრუნეთ 138 მილიონი კვადრატი“, – განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, მარტო ერთ რაიონში, კრწანისის რაიონში, 40 სკვერი გაკეთდა და ახალი გენგეგმით, ვერც ერთ ახალ კორპუსს ვერ ააშენებ, თუ დენდროლოგიური პროექტი არ იქნება შეთანხმებული, ისევე როგორც სატრანსპორტო პოლიტიკა.

„ბატონებო, გაიღვიძეთ რა, გადმოერთეთ იმ რეალობაში, რომელიც გვაქვს. ასევე მინდა ვუპასუხო ხაზარაძეს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძეს, რადგან 2009 წლამდე მე ვმუშაობდი „თიბისი ბანკში“ და ამით ვამაყობ, რადგან ის იყო გუნდი, რომელიც აქცენტირებას აკეთებდა მხოლოდ ციფრებზე, ციფრები იყო მხოლოდ სამეტყველო. მინდა დავიჯერო, რომ მომავალშიც, ოპოზიციაში ყოფნისას, გააგრძელებთ მხოლოდ ციფრებზე აპელირებას. თქვენ ნდობაზე ამბობდით, ბატონო მამუკა, ბიზნესის მხრიდან, ეტყობა ბოლო მონაცემებს გიმალავენ, ან არ იცით. ჩვენი საგარეო ვაჭრობა 3 მილიარდ 900 მილიონს ასცდა, მათ შორის წმინდა ექსპორტი გაიზარდა 12%-ით და უკვე მიუახლოვდა მილიარდ 900-ს. მეტსაც გეტყვით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ნდობა ჩემთვის არის შემდეგში – პრივატიზაციის ნაწილში ხუთ თვეში 160 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა, ეს ნიშნავს, რომ პრივატიაზაიცა სწორად მიდის, ინვესტორი ენდობა და ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია. რამდენიმე დღის წინ, ხელი მოწერა უნგრულ გრანტს, 150 მილიონი ევრო დაიხარჯება ერთობლივი პროექტებისთვის“, – განაცხადა ზარქუამ.