არმაზ ახვლედიანი - დიდი გენერალი, გიორგი კვინიტაძე დაუბრუნდა საქართველოს და სულ ვფიქრობ, მას რა მოეწონებოდა ჩემს საქციელში
არმაზ ახვლედიანი - დიდი გენერალი, გიორგი კვინიტაძე დაუბრუნდა საქართველოს და სულ ვფიქრობ, მას რა მოეწონებოდა ჩემს საქციელში

დიდი გენერალი, გიორგი კვინიტაძე დაუბრუნდა საქართველოს და დიდი მეომრები დახვდნენ მას აქ ქართულ მიწაში, მათ შორის ერთი ყველასთვის ცნობილი 24 წლის შალვა ერისთავი ვერის პარკშია დაკრძალული. სულ ვფიქრობ, მას რა მოეწონებოდა ჩემს საქციელში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეულ, ყველაზე დიდ ქართველს, რომელიც ჩემთვის გაცოცხლებული შალვა ერისთავია, ეს არის მერაბ კოსტავა. ვეკითხები საკუთარ თავს, როცა ბათუმში საუცხოო ბულვარი განადგურდა, ეს მოეწონებოდა ან ერთს ან მეორეს? შემაქებდნენ? როცა ჩვენს გურიაში, აჭარა-გურიის მთებში, ბახმარო და გომის მთა უმოწყალოდ განადგურდა, ამას მოგვიწონებდნენ ისინი? ან ხვალ რომ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია და დაადასტუროს, რომ ისე იქნება როგორც გვსურს, მოგვიწონებნენ? ნუთუ ამისთვის შეეწირა საუკეთესო ქართველთა დიდი ჯგუფი სამშობლოს?“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.