ირაკლი შიოლაშვილი - ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ გაიმართება
ირაკლი შიოლაშვილი - ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ გაიმართება

ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ გაიმართება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.

მაჟორიტარები პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.

შიოლაშვილის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იყო, კონკრეტულად კი ხვალ დაგეგმილი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

„იყო შეხვედრა და შევთანხმდით საკითხებზე. ხვალ უმრავლესობის სხდომაზე გამოვა ეს საკითხი და ამის შემდეგ გაკეთდება დამატებითი განცხადებები. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა აკაკი ზოიძე. განსახილველი საკითხი იყო საარჩევნო სისტემა.

თქვენ ცდილობთ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩვენ ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე არ გაიმართება უმრავლესობის სხდომა“,- განაცხადა შიოლაშვილმა.

უმრავლესობის სხდომა ხვალ, 10:00 საათზეა დაგეგმილი.