ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილი, ყოველ მეორე დღეს, საკუთარ განცხადებას ფორმასა და შინაარსს უცვლის და მისი მხარდამჭერებისთვისაც სასაცილო ხდება
ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილი, ყოველ მეორე დღეს, საკუთარ განცხადებას ფორმასა და შინაარსს უცვლის და მისი მხარდამჭერებისთვისაც სასაცილო ხდება

მიხეილ სააკაშვილი ყოველ მეორე დღეს საკუთარ განცხადებას ფორმასა და შინაარსს უცვლის და მისი მხარდამჭერებისთვისაც კი უკვე სასაცილო ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, მას აქვს ზუსტი გეგმა, როგორ უნდა შეძლოს ქვეყანამ კორონავირუსის შემთხვევების შემცირება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავის ტყუილებშია აბნეული.

„ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი იმდენად უტიფარი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, რომ მას ლიდერსაც ვერ დავარქმევ, ალბათ, უფრო მავნებელს. ყოველ მეორე დღეს საკუთარ განცხადებას ფორმასა და შინაარსს უცვლის და მისი მხარდამჭერებისთვისაც კი უკვე სასაცილო ხდება. არ მგონია, რომ მისი განცხადება რამე სახის კომენტარისთვის ღირდეს. თავად არის აბნეული თავის ტყუილებში, თავის ვითომდა პოლიტიკურ ინტერესებზე გათვლილი განცხადებებით. სჯობს, ეს ყველაფერი თავისთვის შეინახოს. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება, ნაბიჯები კეთილდღეობისა და ქვეყნის გაძლიერებისკენ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

დატოვე კომენტარი