ირაკლი ქადაგიშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიამ განცხადება თავად დაწერა, არავის დაუძალებია
ირაკლი ქადაგიშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიამ განცხადება თავად დაწერა, არავის დაუძალებია

ნიკა მელიას განცხადების დაწერა არავინ დააძალა, ეს არის მის მიერ დაწერილი განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია თითქოს შეუერთდა შარლ მიშელის შეთანხმებას, თუმცა ამავდროულად, ყველაფერს აკეთებს საწინააღმდეგო ნაბიჯების გადასადგმელად.

ჩვენი გადაწყვეტილება დაცლილი იყო პოლიტიკური მოტივაციისგან. ამ შემთხვევაში, თუ ვინმეს პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა, ეს იყო თავად ნიკა მელია. როდის იქნება სხდომა, ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც წესი, სხდომა იქნება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ამიტომ, ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მორიგი სპეკულაცია უსაფუძვლოა. თუ რაიმე კითხვა აქვთ, ეს კითხვები პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან უნდა ჰქონდეთ. ნიკა მელია ერთი ხელით შეურთდა თითქოსდა შარლ მიშელის შეთანხმებას, ხოლო მეორე ხელით ყველაფერს აკეთებს საწინააღმდეგო ნაბიჯების გადასადგმელად. ნიკა მელიას განცხადების დაწერა არავინ დააძალა, ეს არის მის მიერ დაწერილი განცხადება. სწორედ ოპოზიციაა აჟიტირებული, რადგან მას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია და ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირს აწყდება. ერთი ხელით შეთანხმებას აწერენ ხელს და მეორე ხელით წინააღმდეგობაში არიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ნიკა მელიას განცხადება გახდა.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.