ირაკლი ქადაგიშვილი - რუსეთს შესასრულებელი აქვს 2008 წლის ხელშეკრულების პირობები, ვიდრე ეს პირობები არ შესრულდება, სხვა განცხადებები პოლიტიკური შანტაჟის ნაწილია
ირაკლი ქადაგიშვილი - რუსეთს შესასრულებელი აქვს 2008 წლის ხელშეკრულების პირობები, ვიდრე ეს პირობები არ შესრულდება, სხვა განცხადებები პოლიტიკური შანტაჟის ნაწილია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, მარია ზახაროვას განცხადება საქართველოზე მორიგი ზეწოლის მცდელობაა.

ქადაგიშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

„ოპოზიციის უნიადაგო ლოზუნგები რუსებთან დაკავშირებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე სკდება ხოლმე ხან ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებებიდან და ხან მარია ზახაროვას ამ განცხადებიდანაც. რუსეთს შესასრულებელი აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობები. ვიდრე ამ პირობების შესრულება არ მოხდება, სხვა განცხადებები არის პოლიტიკური შანტაჟის შემადგენელი ნაწილი. აღებული გვაქვს პირობა, რომ ქართული მხარე ძალას არ გამოიყენებს. ძალის გამოუყენებლობა უნდა იყოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.