ირაკლი ქადაგიშვილი - პაატა ბურჭულაძეს დასავლელი ბიუროკრატების ქცევა აქვს გადმოტანილი, უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული, ადრე პარტიულ ფულს მაინც ითხოვდნენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პაატა ბურჭულაძეს დასავლელი ბიუროკრატების ქცევა აქვს გადმოტანილი, უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული, ადრე პარტიულ ფულს მაინც ითხოვდნენ

დასავლელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, როცა გადატრიალებას ვაპირებთ, არ შემოგვეპასუხოთო. ეს ქცევა ბურჭულაძეს აქვს გადმოტანილი შიგნით – უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თბილისის მერიას მიმართა, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს და თქვა: „სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ“.

„ტრაგიკომედიაა, რა ვქნათ? მესმის, რომ ინგლისის მთავრობას და ევროკავშირის  ბიუროკრატიას უჭირს და ამიტომ საქართველოზე ზეწოლას ახორციელებენ, მაგრამ მათ მათივე ნაზარდი არასამთავროები და ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს და ახლა აქეთ გვემართლებიან. მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემებია, როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ამბობს. ფაქტობრივად, რას გვეუბნებიან ხოლმე დასავლელი ბიუროკრატები? როცა გადატრიალებას ვაპირებთ, არც კი შემოგვეპასუხოთო. აქედან გამომდინარე, ეს ქცევა ბურჭულაძეს აქვს გადმოტანილი შიგნით – უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული. ადრე პარტიულ ფულს მაინც ითხოვდნენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.