ირაკლი ქადაგიშვილი - მამუკა მდინარაძეს აქვს ის უნარ-ჩვევები, რაც სუს-ის უფრო გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, მნიშვნელოვანია მისი პატრიოტიზმი და კეთილსინდისიერება
ირაკლი ქადაგიშვილი - მამუკა მდინარაძეს აქვს ის უნარ-ჩვევები, რაც სუს-ის უფრო გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, მნიშვნელოვანია მისი პატრიოტიზმი და კეთილსინდისიერება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძეს ის უნარ-ჩვევები აქვს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფრო გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

ქადაგიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მამუკა მდინარაძის პატრიოტიზმი და კეთილსინდისიერება.

„მნიშვნელოვანია, მოხდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განვითარება და ახალი შესაძლებლობების წარმოჩენა. მამუკა მდინარაძე სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც აქვს პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი ცხოვრების და მუშაობის გამოცდილება. მას სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ამ ერთობლიობიდან გამომდინარე, ის უნარ-ჩვევები აქვს, რაც ამ სამსახურის უფრო გამართულ და დახვეწილ მუშაობას უზრუნველყოფს“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა. 

მამუკა მდინარაძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.