ირაკლი ქადაგიშვილი - არჩევნები იყო სრულად ლეგიტიმური და სამართლიანი, აშშ-ის ელჩის შეფასება არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამჟღავნება, რაც ვფიქრობ, არ არის სასურველი
ირაკლი ქადაგიშვილი - არჩევნები იყო სრულად ლეგიტიმური და სამართლიანი, აშშ-ის ელჩის შეფასება არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამჟღავნება, რაც ვფიქრობ, არ არის სასურველი

არჩევნები იყო სრულად ლეგიტიმური და სამართლიანი, აშშ-ის ელჩის შეფასება არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამჟღავნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასება ჰქონდათ.

„მიმაჩნია, რომ ეს არის კელი დეგნანის პოლიტიკური ხედვა და პოლიტიკური შეფასება. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით სულ სხვა შეფასება ჰქონდათ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშში იყო მოცემული გამოწვევები ან დარღვევები, მაგრამ მთლიანად ეს პროცესი შეფასებული იყო, როგორც სამართლიანი, რომელმაც მთლიანობაში ხელი არ შეუშალა ამომრჩევლის ნების გამოხატვას და ეს ნება ასახული იყო შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არჩევნები იყო სრულად ლეგიტიმური და სამართლიანი. ქალბატონი ელჩის შეფასება არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამჟღავნება, რაც ვფიქრობ, არ არის სასურველი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა: „შეგვიძლია, გადავხედოთ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს, ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა“.