ირაკლი ოქრუაშვილი - ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო
„ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო,“ – ასე ეხმაურება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ადამიანებს ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად ავარჯიშებდა.
„თენგიზ კიტოვანს გააკეთებინონ კიდევ რაიმე კომენტარი“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის თქმით, მის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლების ქმედებები არაადეკვატურია.
„არაადეკვატურები რომ არიან, ეს საყოველთაო ცნობილია. ჭადრაკს ვეთამაშებით და ისინი სამკარტიან დურაკას გვეთამაშებიან ყველას ამ წლების განმავლობაში. არიან თუ არა შეწუხებულები, ვერ გეტყვით.
აბსოლუტურად არასერიოზულები არიან. ოდნავ მაინც ლოგიკური რაღაც დაერიგებინათ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.