ირაკლი ოქრუაშვილი - ჩემი დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს, რომ ჩემზე ზეგავლენა მოეხდინათ
ჩემი დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს, რომ ჩემზე ზეგავლენა მოეხდინათ, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთიდან ჩამოფრინდა.
„იარაღი ჩაუდეს ერთადერთი მიზნით, ჩემზე მოეხდინათ ზეგავლენა. დამთავრებულია, ამას წყალი არ გაუვა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დასაკითხად ჯერ არ გამოუძახებიათ.
„ჯერ არავის არ დავუძახივარ და რატომ უნდა მივიდე“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, მისი დაცვის წევრი კობა კოშაძე რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.