ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, რომ გერმანიის ელჩი ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, კარგია, რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი გამოხატა
ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ გერმანიის ელჩი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც არის ყველა სტანდარტის დარღვევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს.
„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი, არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს“,- განაცხადა პრემიერმა.
პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა.