პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართა

10:00, 17.10.2025

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა.

შესაბამისი დოკუმენტი ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფედერალურ მთავრობას შემდეგი კითხვებით მიმართავს:

1. ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, მართალია თუ არა, რომ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა ქართველი ოპოზიციის ლიდერისგან, მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონება იქირავა?

2. ბოლო ათი კვირის განმავლობაში რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი?

3. იყო თუ არა ამ შეხვედრების კონკრეტული მიზეზები და თუ კი, რომელი?

4. რა იყო ზემოაღნიშნული შეხვედრების მიზნები?

5. რა თემები განიხილეს ამ შეხვედრებზე?

6. რა მიზეზით გაიმართა ეს შეხვედრები საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე?

7. რამდენად ხშირად ხვდებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ბოლო 12 კვირის განმავლობაში?

8. ფედერალური მთავრობის პერსპექტივიდან, როგორ შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს?“- წერია დოკუმენტში, რომელიც 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

მსგავსი