ირაკლი კობახიძე – ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას

01:13, 01.06.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

მსგავსი