ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ფინალში 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის „ინტერს“ გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ მეტოქეს 4:0 ამარცხებს. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავი გოლით გამოიჩინა.
მანამდე „ინტერის“ კარში ორი გოლი 19 წლის დეზირე დუემ გაიტანა, ხოლო შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმიმ გახსნა.
გამარჯვების შემთხვევაში „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგას ისტორიაში პირველად მოიგებს.