ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვისი კანდიდატურაც არ უნდა წარმოედგინათ, ოპოზიცია მაინც გააკრიტიკებდა 
ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვისი კანდიდატურაც არ უნდა წარმოედგინათ, ოპოზიცია მაინც გააკრიტიკებდა 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვისი კანდიდატურაც არ უნდა წარმოედგინა, ოპოზიცია მაინც გააკრიტიკებდა.

კობახიძის თქმით, ნინო ქადაგიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს, მოგვიანებით კი, კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე მოხდება.

„ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება იქ მიიღება. დარწმუნებულები ვართ, ზუსტად ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას წაადგება“, – განაცხადა კობახიძემ.