ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება არის პრეზიდენტის ვალდებულება
ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება არის პრეზიდენტის ვალდებულება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივა და ვალდებულებაც არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქედან გამომდინარე, ყველასათვის გასაკვირი იყო პრეზიდენტის პოზიცია, ყველამ შეაფასა ეს გადაწყვეტილება უარყოფითად და ამას დამატებითი შეფასება არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სავარაუდოდ აღარ წარადგენს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, კონსენსუსი ვერ შედგა.