ირაკლი კობახიძე - თბილისის ეგზიტპოლის შედეგი 51,3% ორ რამეზე მიანიშნებს, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო, მეორე ტურს რაც შეეხება, ცდომილება არის 3%, შესაძლებელია ასეც და ისეც
ირაკლი კობახიძე - თბილისის ეგზიტპოლის შედეგი 51,3% ორ რამეზე მიანიშნებს, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო, მეორე ტურს რაც შეეხება, ცდომილება არის 3%, შესაძლებელია ასეც და ისეც

თბილისის ეგზიტპოლის შედეგი 51,3% ორ რამეზე მიანიშნებს, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო, მეორე ტურს რაც შეეხება, ცდომილება არის 3%, შესაძლებელია ასეც და ისეც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„თბილისის ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც იყო გამოცხადებული, 51,3%, ორ რამეზე მიანიშნებს – ერთი იმაზე, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო დიდი უპირატესობით არჩევნები თბილისში; მეორე ტურის საკითხს რაც შეეხება, ცდომილება არის 3%, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას. შესაძლებელია ასეც და ისეც. ხმების დათვლის საფუძველზე გვეცოდინება საბოლოო სურათი.

რაც შეეხება პარტიულ შედეგებს ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მოლოდინია, რომ იმ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი საბოლოო პარტიული შედეგები, რაც იქნა გამოცხადებული კომპანია „გორბის“ მიერ. ამომრჩეველმა გააკეთა თავისი არჩევანი და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნდობის მაღალი მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გვაქვს მონაცემები რეგიონებიდან და შეიძლება, ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში 80% მაინც, პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები, სხვა შემთხვევებში შეიძლება, იყოს მეორე ტურები, წინასწარი მონაცემები ისეთი, რომ არც ერთ მათგანს არ გაუჭირდებოდა მოგება. ძალიან მაღალი ალბათობით, 64-ვე მერი იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.