ირაკლი კობახიძე - საუბრები არავის უკვირს, თუმცა გამოძიებას მივცეთ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება
ირაკლი კობახიძე - საუბრები არავის უკვირს, თუმცა გამოძიებას მივცეთ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ სააკაშვილ-ადეიშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩანაწერი დამატებით ეჭვებს ამყარებს.

მისივე თქმით, დეტალებზე საუბარი ნაადრევია და მნიშვნელოვანია, გამოძიებას მიეცეს საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება.

„გარკვეულ ეჭვებზე იყო საუბარი. ეს ჩანაწერი ეჭვებს დამატებით ამყარებს, თუმცა ჯერ არ მინდა, მეტ დეტალებში შევიდე, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებას მივცეთ საქმის ბოლომდე მშვიდად მიყვანის საშუალება.

ჩვენ ვიცით, ზოგადად როგორია ამ პოლიტიკური ძალის ბუნება, როგორია ამ კონკრეტული ადამიანების ბუნება. შესაბამისად, ასეთი საუბრები ბუნებრივია, არავის უკვირს, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მივცეთ საშუალება საგამოძიებო ორგანოებს, რომ გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინული ვებგვერდი ავრცელებს სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, სადაც, ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრობენ.