ირაკლი კობახიძე - საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო მოტივი?
საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ფულის გათეთრების საქმეს ეხებოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლომდე უნდა ჩაჰყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე. საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი და ა.შ. ბოლომდე უნდა ჩაჰყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს“, – განაცხადა პრემიერმა.