ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ზაალ დუგლაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შიდა ქართლში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გორში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

პირველი შეხვედრა დღეს მცხეთაში გაიმართა, მცხეთა-მთიანეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

დღესვე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის წევრები ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდებიან.