ირაკლი კობახიძე - საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია და ეს პრინციპი მკაცრად უნდა დავიცვათ
ირაკლი კობახიძე - საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია და ეს პრინციპი მკაცრად უნდა დავიცვათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ  მეუფე იაკობის განცხადებები უსაფუძვლოა.

როგორც კობახიძემ საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია და აღნიშნული პრინციპი მაქსიმალურად მკაცრად უნდა დავიცვათ.

„ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთეთ, მათ შორის განცხადებები გააკეთეს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც იყვნენ ადრესატები ამ შესაბამისი განცხადების. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საფუძველი არ აქვს ამ განცხადებას და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საერო ხელისუფლება და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან და ეს პრინციპი მაქსიმალურად მკაცრად უნდა დავიცვათ“ , – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს  განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვდნენ და ამ საკითხზე შეხვედრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრას ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.