ირაკლი კობახიძე - როგორც არ უნდა გადაიწეროს ისტორია ხელოვნურად, ჩვენი აღიარებული საზღვრები ურყევი დარჩება
ირაკლი კობახიძე - როგორც არ უნდა გადაიწეროს ისტორია ხელოვნურად, ჩვენი აღიარებული საზღვრები ურყევი დარჩება

როგორც არ უნდა გადაიწეროს ისტორია ხელოვნურად, ჩვენი აღიარებული საზღვრები ურყევი დარჩება და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას არაღიარების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.

„ისტორიის გადაწერა არის მიუღებელი. რაც შეეხება შეფასების დადებით ნაწილს, ეს შეეხებოდა სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. ისტორიის გადაწერის მცდელობა კი, ბუნებრივია, მიუღებელია. მთავარი განმსაზღვრელი არის საერთაშორისო სამართალი და ამ კუთხით აღიარებული ჩვენი საზღვრები, რაც არის მყარად დაფიქსირებული. შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში საქართველოს ამ საზღვრებში აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. როგორც არ უნდა გადაიწეროს ისტორია ხელოვნურად, ჩვენი აღიარებული საზღვრები დარჩება ურყევი და არაღიარების კუთხით აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი