ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის მოხსენებას მთავრობა სავარაუდოდ დაესწრება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობა სავარაუდოდ დაესწრება.
„ამ საკითხის გადაწყვეტა არის თავად პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის პრეროგატივა, თუმცა გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ალბათ მთავრობა დაესწრება პრეზიდენტის მოხსენებას, პრემიერის ჩათვლით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 2 მაისს წარდგება.