ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის მოხსენებას მთავრობა სავარაუდოდ დაესწრება
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის მოხსენებას მთავრობა სავარაუდოდ დაესწრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობა სავარაუდოდ დაესწრება.

„ამ საკითხის გადაწყვეტა არის თავად პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის პრეროგატივა, თუმცა გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ალბათ მთავრობა დაესწრება პრეზიდენტის მოხსენებას, პრემიერის ჩათვლით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 2 მაისს წარდგება.