ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული
ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.

პრემიერი კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ამასთან, საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას ცოტა ხნის წინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.