ლევან რატიანი – თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კონტაქტური, ადეკვატურია და ასრულებს მარტივ დავალებებს

20:10, 08.07.2025

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება.

მისივე თქმით, ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა ალაგებულია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები გამარტივებულია და პროტოკოლის შესაბამისად მკურნალობა გრძელდება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება. კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

მსგავსი