ირაკლი კობახიძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ ნებისმიერ დეპუტატთან დისკუსიისთვის მზად ვართ
ირაკლი კობახიძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ ნებისმიერ დეპუტატთან დისკუსიისთვის მზად ვართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ევროპული-საქართველოს“ იმ მოთხოვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღება უნდა მოხდეს.

კერძოდ, საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნაა, დადგენილებაში დაფიქსირდეს პარლამენტის შეშფოთება მთავრობის არაჯეროვანი მუშაობის გამო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გარშემო და მოუწოდოს მას, რათა გაააქტიუროს ღონისძიებები პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის აღსრულების მიზნით.

ირაკლი კობახიძის თქმით, მზად არის, რომ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს.

„აქ მიზანი ყველას გვაქვს ერთი. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ჩვენი წინა დადგენილების ეფექტიან რეალიზებასთან, ამაზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მსჯელობა ნებისმიერ დეპუტატთან, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მზად ვართ ასეთი დისკუსიისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.