ირაკლი კობახიძე - ხალხი დაიღალა მუდმივი საუბრით პარლამენტში შესვლა-გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ
ირაკლი კობახიძე - ხალხი დაიღალა მუდმივი საუბრით პარლამენტში შესვლა-გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ

ტყუილია, თითქოს ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„შარლ მიშელის დოკუმენტში რაც წერია და რაც შევათანხმეთ ზეპირად და ტექსტობრივად, ის გავაკეთეთ და ვაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვებაზე გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეები პარლამენტში შესვლა-გამოსვლაზე მუდმივი საუბრით დაიღალნენ.

„ტყუილია ის, რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, პირიქით. ჩვენ ზუსტად ამ დოკუმენტის შესაბამისად ვმოქმედებთ. მეორე – ხალხი დაიღალა მუდმივი საუბრით პარლამენტში შესვლა-გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თუ დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა. „ლელოს“ ლიდერმა დღეს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი განმარტება გააკეთა. „გუშინდელი ჩემი განცხადება ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.