ირაკლი კობახიძე - იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც 2019 წლის ბოლოს კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, ახლა აშფოთებთ ნეგატიური რეკლამა, ეს ორმაგი სტანდარტია
ირაკლი კობახიძე - იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც 2019 წლის ბოლოს კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, ახლა აშფოთებთ ნეგატიური რეკლამა, ეს ორმაგი სტანდარტია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაახლოებით 2 წლის წინ, 2019 წლის ბოლოს აქტიურად მსჯელობდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე, რომელიც ასახული იყო კიდეც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხილულ კანონპროექტში.

თუმცა, კობახიძის განმარტებით, მაშინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა კამპანია მოაწყვეს სწორედ ამ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც არჩევნებში ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძლვას ითვალისწინებდა.

„მაშინ კომენტარი გავაკეთე, რომ მათი ინიციატივით სიძულვილმა გაიმარჯვა და საბოლოო ჯამში ეს ნორმა აღარ ჩაიდო საარჩევნო კოდექსში. დღეს იგივე ადამიანები, მათ შორის რამდენიმე კონკრეტული ენჯეო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქტიურად იბრძოდა სიძულვილის შენარჩუნებისთვის საარჩევნო კამპანიაში, საია, ისფედი იბრძოდა ამისთვის. დღეს ეს ადამიანები გაკვირვებით საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არის გამოკრული გარკვეული ბილბორდები ქუჩებში და ამის წინააღმდეგ აწარმოებენ კამპანიას. იგივე ენჯეოებს, რომლებიც თავის დროზე, 2019 წლის ბოლოს კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგტიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, იგივე ადამიანებს ააშფოთებთ ახლა ნეგატიური რეკლამა. ეს არის ორმაგი სტანდარტი და მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეული ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.