ირაკლი კობახიძე - გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია, რაც ანგელა მერკელის ვიზიტითაც დასტურდება
ირაკლი კობახიძე - გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია, რაც ანგელა მერკელის ვიზიტითაც დასტურდება

გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია, რაც დასტურდება იმითაც, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, ანგელა მერკელი ეწვევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის სპიკერის შეფასებით, გერმანიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

„გვექნება საუბარი ჩვენი ურთიერთობების – გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე.  გერმანიასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის უმნიშვნელვანესი ორმხრივი თვალსაზრისით და ასევე, იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირში, გაერთიანებაში, რომლის წევრობისკენაც ვისწრაფით. აქედან გამომდინარე, ჩვენი კავშირები გერმანიასთან არის მყარი. მათი მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა.