ირაკლი კობახიძე – გეკა გელაძე გამორჩეული პროფესიონალია, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება, ბევრი რამ გააკეთა როგორც შსს-ში, ასევე სუს-ში, მას ჰქონდა პირადი მიზეზები, რაზეც თავად არ ისურვა საუბარი

14:46, 14.09.2026

გეკა გელაძე არის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი და გამორჩეული მოღვაწე თავის სფეროში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გეკა გელაძემ ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

„მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები და  თავად არ  ისურვა ამ პირად მიზეზებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს მისი საქმეა. შემიძლია, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის არის გამორჩეული პროფესიონალი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, რაც შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დღეს დატოვა. გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.

მსგავსი