ირაკლი კობახიძე - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში
ირაკლი კობახიძე - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში

ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ მალავენ,  რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში, – აღნიშნული შეფასება ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა.

„საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას.

„ანგარიში იმეორებს „რუსთავი 2“-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ კონტროლს, 2013 წელს პრემიერ-მინისრტობიდან გადადგმომის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს.

 

დატოვე კომენტარი