Freedom House - „ქართულ ოცნებაზე“ კონტროლს ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს
Freedom House - „ქართულ ოცნებაზე“ კონტროლს ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ანგარიშის თანახმად, საქართველო, უკრაინასთან, მოლდოვასთან, სომხეთსა და ყირგიზეთთან ერთად ნეგატიური მიმართულებით მიდის.

არაფორმალური მმართველობის კუთხით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ კონტროლს, 2013 წელს პრემიერ-მინისრტობიდან გადადგმომის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს, მისი კომპანიის თანამშრომლები კი უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ.

„ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა და დედაქალაქის განვითარების გეგმა კვლავ ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.