ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს ხვდება
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს ხვდება.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მას პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა, ასევე უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე და ლილიან მორი პასკიე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს გუშინ ეწვია, ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. დღესვე, ლილიან მორი პასკიე წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, შემდეგ კი, სოფელ ოძისში ჩავა, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას დაათვალიერებს.