ირაკლი კობახიძე - დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით შეცდომა დაუშვა და უნდა ვაპატიოთ
ირაკლი კობახიძე - დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით შეცდომა დაუშვა და უნდა ვაპატიოთ

დავით უსუფაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, უსუფაშვილის განცხადებაში, ექსპერტული, პოლიტიკური თუ ადამიანური კუთხით ძალიან უხეში შეცდომები იყო.

„დავით უსუფაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვა უხეში შეცდომა. არავითარ ანალიზზე არ არის საუბარი. იყო ძალიან უხეში შეცდომა დაშვებული იმ გამონათქვამში ექსპერტული კუთხით, პოლიტიკური კუთხით და ადამიანური კუთხით. ყველანაირი კუთხით დაუშვა ადამიანმა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ. შეფასებები გაკეთდა და შესაბამისად, ეს საკითხი ამოწურულია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლის თემაზე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განვალაგოთ“.