ირაკლი კობახიძე - ჩვენ „ჭუტას“ დონემდე ვერ დავეშვებით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ „ჭუტას“ დონემდე ვერ დავეშვებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოსთან გუშინ იყო უმძიმესი პროვოკაცია. როგორც კობახიძემ განაცხადა, ყველამ იცის, რა და როგორ მოხდა. მისივე თქმით, პროვოკატორმა ეთიკისა და კანონის ფარგლებში მიიღო სათანადო პასუხი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. იყო უმძიმესი პროვოკაცია და პროვოკატორმა ეთიკისა და კანონის ფარგლებში მიიღო პასუხი. ამას სჭირდება სათანადო რეაგირება. ვიცით, რა მოხდა გუშინ და რა თქმა უნდა, ამას არ გავიმეორებთ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე. ეს არის ძალიან მარტივი რამ – ჭუტას დონეზე არასდროს დავეშვები. შემიძლია, გითხრათ, რომ ანრის დონეზე ვარ ახლაც. ჩვენ „ჭუტას“ დონემდე ვერ დავეშვებით. შემიძლია, გითხრათ, რომ ანრის დონეზე ვარ ახლაც. იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიცია ნათელია, მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი. ამასთან, ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე.